წლის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო მოვლენა ლეო მესის ბარსელონადან წასვლა იყო. ამაზე კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
” სახელფასო ფონდში ადგილი აღარ გვქონდა, აუდიტის დასკვნა არადამაკმაყოფილებელი იყო და მესის ხელფასს ვერ გადავიხდიდით. ამიტომაც მოუწია ლეოს გუნდის დატოვება.
ლა ლიგამ შემოგვთავაზა, რომ საინვესტიციო ფონდ CVC-სთან გარიგება დაგვედო და ასე გადაგვეხადა მესისთვის ხელფასი. ეს ჩვენს მომავალს საფრთხეს შეუქმნიდა ამიტომაც უარზე ვიყავით. მესი მიხვდა, რომ წასვლის დრო იყო და წავიდა.
მისმა გარემოცვამ დამარწმუნა, რომ სხვა კლუბთან მოლაპარაკებები არ ჰქონდათ და მჯერა ასე იყო. მესიმ 16-დან 34 წლამდე ბარსელონას დაუვიწყარი პერიოდი აჩუქა. მესი შეიძლებოდა 2 წლის შემდეგ წასულიყო, თუმცა რას ვიზამთ.”-განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ბარსელონას დატოვების შემდეგ პსჟ-ს მიაშურა. ამ სეზონში არგენტინელმა პარიზელთა მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.