ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ჩავი ბარსელონაში დაბრუნდა და გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში დაეხმარება. ამ თემაზე ბლაუგრანას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ისაუბრა.
“დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩავის ძალიან რთული გზა ელის, უფრო რთული ვიდრე გვარდიოლას. პეპს ჰქონდა გარკვეული ბაზა, რომელიც სრულყოფილებამდე მიიყვანა. ახლა ჩავის დროა, მან საუკეთესოსგან ისწავლა.
გარიგებას ორმხრივი სურვილის წყალობით მივაღწიეთ. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას ალ-სადისთან. ჩვენი კარი მათთვის მუმდამ ღიაა.
ლა ლიგა გამადიდებელი შუშით გვაკვირდება, ახლა ჩავისაც დააკვირდებიან. პრობლემა არ არის, როცა სამართლიანად თამაშობ, ყველაფერი კარგადაა.”-ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.