ჟოაუ ფელიქსი: როგორ მოვიგო ოქროს ბურთი? 

 

ატლეტიკოს შემტევი, ჟოაუ ფელიქსი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობისკენ ისწრაფვის. თუ რა სჭირდება ამ მიზნის მისაღწევად, თავად ისაუბრა

“ჩემპიონთა ლიგის მოგება, მსოფლიო ჩემპიონობა, ევროპის ჩემპიონობა და, რა თქმა უნდა, ოქროს ბურთი – ეს ჩემი მიზანია.

ამის მისაღწევად, უნდა მოვუმატო, ჭკვიანურად ვიშრომო, საკუთარ თავს გავუფრთხილდე, როგორც სხეულს, ასევე გონებას. მთლიანად საკუთარ თავზე ორიენტირებული უნდა ვიყო,” – თქვა 22 წლის პორტუგალიელმა.

მიმდინარე სეზონში, ფელიქსმა მონაწილეობა ლა ლიგის 14 შეხვედრაში მიიღო, სადაც 2 გოლისა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *