ჟოზეს რომში ყოფილი შეგირდი უნდა

ჟოზე მოურინიოს რომაში მანჩესტერიდან ერიკ ბაილის გადაბირება სურს. II Romanista-ს ცნობით, პორტუგალიელი დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს და მისი მთავარი სატრანსფერო ობიექტი სწორედ ერიკია.

ბაილის ამ სეზონში საქმე არცისე კარგად მისდის. 27 წლის ფეხბურთელი ხშირად ტრავმიანობს. მიმდინარე სეზონში ბაილიმ მხოლოდ 488 წუთი ითამაშა, რაც ცხადია ძალიან ცოტაა. ბაილი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, მან აფრიკის თასზე კოტ დიუვარის ნაკრებთან ერთად 3 მატჩი ჩაატარა და წესით იუნაიტედის უახლოეს შეხვედრებშიც შეეძლება მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ მოურინიომ ბაილის შესაძლებლობები შესანიშნავად იცის. ფეხბურთელი სწორედ იმ დროს გადავიდა ვილიარეალიდან მანჩესტერში, როცა ბრიტანელებს პორტუგალიელი წვრთნიდა. მეტიც, მანჩესტერმა ბაილი სწორედ მოურინიოს ინიციატივით შეიძინა.

რაც შეეხება ჟოზეს და მის რომას, ჯალოროსი სერია ა-ში 40 ქულით მე-7 ადგილზეა. უახლოეს შეხვედრას გუნდი დღეს ვერონასთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published.