ჟოზე ალდოს წონის დაფიქსირება გაუჭირდა [VIDEO]

UFC 278-ზე, მერაბ დვალიშვილის მოწინააღმდეგე ბრაზილიელი ლეგენდა, ჟოზე ალდო იქნება. დღეს გამართულ აწონვების ცერემონიაზე, წონა ორივე მათგანმა დააფიქირა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალდო წონის ვერ დაფიქსირებასთან საკმაოდ ახლოს იყო.

ბრძოლა სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში იმართება, რომელიც 61.2 კგ-ს ანუ 165 ფაუნდს მოიაზრებს. ვინაიდან ბრძოლა საჩემპიონო არაა, ასეთ შემთხვევაში ლიმიტი 166 ფაუნდია. ალდო სასწორზე პირველ ჯერზე დადგომისას ამ ლიმიტს გადაცდა, შემდეგ სრულიად მოუწია გაშიშვლება, რათა ტრუსის გარეშე ეცადა წონის დაფიქსირება. ამ შემთხვევაში კი იგი უკვე დადგენილ ლიმიტში ჩაეტია.

ალდო წლების მანძილზე ქვემსუბუქ წონაში იბრძოდა. მართალია, ალდომ სუპერმსუბუქ წონაში უკვე არაერთი ბრძოლა გამართა, თუმცა ქვედა დივიზონის ჩამოსვლა კი წონის ჩაბარებას ყოველთვის ართულებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *