მართალია, ტოკიოს ოლიმპიადაზე ფეხბურთის შეჯიბრება 21 ივლისს იწყება და 7 აგვისტოს მთავრდება, სერია A კი 22 აგვისტომდე ისვენებს და 24 წლის თავდამსხმელი ბორხა მაიორალი ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებს სჭირდება, რომას ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ფეხბურთელს კლუბიდან არ უშვებს.
პორტუგალიელ მწვრთნელს ფეხბურთელები სეზონისწინა შეკრებაზე სჭირდება და ერთის დათმობასაც არ აპირებს.
მაიორალი 2020 წლიდან „ჯალოროსის” ფორვარდია და წინა სეზონის 41 შეხვედრაში გატანილი 17 გოლით კლუბის ბომბარდირი გახდა.
ბორხა მაიორალს ესპანეთის დიდ ნაკრებში ნათამაშები არ აქვს, 21-წლამდელთა გუნდში კი 31 შეხვედრაში 16 გოლი გაუტანია.