ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ჟორჟინიო კარიერას არსენალში გააგრძელებს. ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, მანვე დაწერა, რომ არსენალი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ფუნტს გადაიხდის და კონტრაქტს 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს.
31 წლის ნახევარმცველი ჩელსიში 2018 წლის ზაფხულში ნაპოლიდან გადავიდა. არისტოკრატებთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი მოიგო. ამ სეზონში ჟორჟინიომ 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება არსენალს, გუნდი პრემიერლიგას 50 ქულით ლიდერობს და უახლოეს ტურში ევერტონს შეხვდება.