UFC-ს ყოფილმა ჩემპიონა, 36 წლის ჟოსე ალდომ UFC Vegas 44-ის მთავარ ბრძოლაში რობ ფონტი 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ალდოსთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. 2015 წელს, კონორ მაკგრეგორთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ ალდოს კარიერაში დაღმასვლა დაიწყო. აღნიშნული მარცხის შემდეგ, 8 ბრძოლაში მხოლოდ 5-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. თუმცა ბოლო 3 გამარჯვებით იგი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ფორმაშია და მაღალ დონეზე ასპარეზობაც შეუძლია. ალდო ამჟამად უმსუბუქესი წონის მე-5 ნომერია და მერაბ დვალიშვილის 1 პოზიციით უსწრებს. თუმცა აღნიშნული გამარჯვებით რობ ფონტის ადგილზე გადაინაცვლებს და მე-4 ნომერი გახდება. გამარჯვების შემდეგ მან ასევე ყოფილი ჩემპიონი, თიჯეი დილაშოუ გამოიწვია.
ჟოსე ალდომ რობ ფონტი დაამარცხა [VIDEO]
