რაგბი და ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა. ტოკიოში ის შარშან, 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიტანეს და წლეულს აუცილებლად ჩატარდება. ოლიმპიადის პროგრამაშია რაგბიც, უფრო სწორად კი, შვიდკაცა რაგბი. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ რაგბი ოლიპიადის პროგრამაში ჯერ კიდევ მეორე თამაშებზე იყო ჩართული, რომელიც პარიზში 1900 წელს გაიმართა. ოღონდ არა შვიდკაცა რაგბი, არამედ ჩვეულებრივი, ეგრეთწოდებული კლასიკური რაგბი.

ცნობილია, რომ პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წელს ათენში ჩატარდა. იქ რაგბი პროგარამაში არ იყო. საერთოდ, ათენში სპორტის არცერთ სათამაშო სახეობაში გამართულა შეჯიბრება. 1900 წელს კი, საფრანგეთის სპორტსმენთა კავშირის მონდომებით სპორტის საეხობათა რაოდენობა გაიზარდა. პროგრამაში რაგბიც შეიტანეს.

 

ლეგენდის თანახმად, ოვალური ბურთის თამაშის გაოლიმპიელებაზე დიდი მონდომებით სწორედ ფრანგული სარაგბო თემი ზრუნავდა, რომლებსაც უნდოდათ წარმატების შემთხვევაში დაერწმუნებინათ ბრიტანელი კოლეგები, რომ საფრანგეთი იმსახურებდა ბრიტანული ქვეყნების მიერ დაარსებულ ოთხ ერში მეხუთე ერად დამატებას. ნაცნობი სიტუაციაა. 121 წლის წინათ ფრანგები ბრიტანელებს ისევე ეხვეწებოდნენ ტურნირში ჩართვას, როგორც ამჟამად, ჩვენ ექვსი ერის გათამაშებაში მეშვიდე ერად დამატებას. ერთი სიტყვით, ფრანგების მონდომებამ საბოლოოდ ნაყოფი მაინც გამოიღო.

თვითონ ოლიმპიადა კი, ძალაინ ცუდად ორგანიზებული გამოდგა. საგულისხმოა, რომ თამაშები პარიზში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური გამოფენის ნაწილი იყო, რომელსაც მისი დირექტორი ალფრედ პიკარი ხელმძღვანელობდა. სამწუხაროდ, მას სპორტი საერთოდ არ აინტერესებდა. მეტიც, მიაჩნდა, რომ ის დროის უქმდ კარგვა და მავნებლური იყო.

ოლიმპიური თამაშები პარიზში საორგანიზაციო კომიტეტში სპორტსმენების ჩართვამ გადაარჩინა. რომ არა ეს ფაქტორი, ის უბრალოდ ჩაფლავდებოდა. ცხაიდია, ყოველივე აქედან გამომდინარე, ლაფსუსებისგან დაცული არც რაგბის ტურნირი გამოდგა. შეჯიბრებაში სულ სამი გუნდი, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ნაკრები ასპარეზობდა.

ფრანგებმა პირველ მატჩში გერმანელებს 27:17 მოუგეს. მერე კი, ბრიტანელებს აჯობეს 27:8. მესამე მატჩი, რომელსაც მეორეადგილოსანი უნდა გამოევლინა არ ჩატარდა.

საკითხავია, რატომ? ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რა მოხდა მაშინ, არ არსებობს. ერთი ვერსიით ბრიტანელებმა თამაშზე უარი თქვეს, რადგან ძალიან განაწყენებული იყვნენ,  თუ როგორ იყო ორგანიზებული მათი მატჩი მასპინძლებთან. მათ მოედანზე გასვლამ დამქანცველი მგზავრობის შემდეგ მოუწიათ და, არათუ, თუნდაც ერთი ვარჯიში, უბრალოდ მოთელვის გაკეთებაც ვერ მოასწრეს.

 

USA Olympic Rugby Teams Inducted into IRB Hall of Fame

მეორე ვერსიით, დამნაშავე ორგანიზატორები იყვენენ, რომლებმაც ისევ რაღაც სათანადოდ ვერ გააკეთეს, ისევ აურიეს ყველაფერი. შედეგად, მასპინძლები იძულებულნი გახდნენ მეორე ადგილის მფლობელად ორივე გუნდი გამოეცხადებინა. არის მესამე ვერსიაც. ორივე გუნდმა თხოვნით მიმართა ორგანიზატორებს, რომ მატჩი არ ჩატარებულიყო და მეორე ადგილი ორივე გუნდს რგებოდა, რათა სამშობლოში უმედლოდ არ დაბრუნებულლიყვნენ. აი, აქ უკვე მივადექით ერთ საინტერესო თემას. პირველ ორ ოლიმპიადაზე მედლებით მხოლო ჩემპიონსა და ვიცე ჩემპიონს აჯილდოვებდნენ. მესამე ადგილზე გასულს მედალს არ აძლევდნენ. ეს წესი უკვე მომდევნო ოლიმპიადიდან შეიცვალა, რომელიც 1904 წლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენტ ლუისში გაიმართა. აქ რაგბის ტურნირი არ ჩატარებულა.

1908 წელს კი, ლონდონში მხოლოდ ორმა გუნდმა იასპარეზა. ავსტრალიის ნაკრებმა მასპინძელი ბრიტანეთის ნაკრები 32:3 დაამარცა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

რაგბი ოლიმპიადეზე ისევ გამოჩნდა 1920 წელს, რომელიც ბელგიურ ანტვერპენში გაიმართა. აქაც ორმა გუნდმა იასპარეზა. საფრანგეთის ნაკრები აშშ-ს ეროვნულ გუნდთან 0:8 დამარცხდა და ოლიმპიური ოქროს მედლები ოკეანისგაღამელებმა მოიპოვეს.

1924 წელს ოლიმპიადა ისევ პარიზს ეწვია. ამჯერად, გათამაშებაში სამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთისა და აშშ-ს ნაკრებს რუმინეთის ეროვნული გუნდი დაემატა. პირველ მატჩში ფრანგებმა რუმინელებს 59:3 მოუგეს. მერე აშშ-მ ისევ რუმინეთს სძლია 37:0. გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგებსა და ამერიკელებს შორის შედგა, რომელშიც ისევ ოკეანისგაღმელებმა იყოჩაღეს და 17:3 გაიმარჯვეს.

მსოფლიოს რაგბის ისტორიაში ორი გუდნის ქომაგებს ერთმანეთთან არასდროს უჩხუბიათ, არც რაიმე შფოთსა და აურზაურს ქონია ადგილი. რაგბი ლამის ერთადერთი სათამაშო სპორტის სახეობაა, სადაც სხვადასხვა გუდნის ქომაგები ერთმანეთის გვერდით სხედან და ერთმანეთს არ ერჩიან. ერთადერთი ინციდენტი, სწორედ 1924 წლის ოლიმპიადაზე, საფრანგეთისა და აშშ-ს ნაკრებების თამაშის ბოლოს მოხდა. მარცხით გაწბილებული ფრანგი მაყურებელი მოედანზე გადავიდა და აშშ-ს ნაკრების მორაგბეების საცემად გაიწია. საფრანგეთის ნაკრების მორაგბეები გავეშებული ბრბოსა და ამერიკელებს შორის ჩადგნენ და თქვეს – თუ ამათი ცემა გინდათ, ჯერ ჩვენ უნდა გვცემოთო. ქომაგები უხმოდ გაბრუნდნენ და ტრიბუნებზე თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. ეს იყო და ეს, მსაგავსი რამ მას მერე არასდროს მომხდარა.

 

Everything you need to know about Olympic Rugby Sevens at Tokyo 2020

მიხუედავად ამისა, მომდევნო ოლიმპიადებზე რაგბი საერთოდ ამოიღეს თამაშებიდან. მხოლოდ ახლა, 21-ე საუკუნეში დაუბრუნდა ის ოლიმპიზმს, ოღონდ ამჯერად შვიდკაცა რაგბის სახით, რომელსაც უკვე კაცებთან ერთად ქალებიც თამაშობენ. პირველი ოლიმპიადა, სადაც შვიდკაცა რაგბი გამოჩნდა რიოს 2016 წლის თამაშები იყო. ტურნირში ვაჟთა და ქალთა 12-12 გუნდი ჩაება. ვაჟთა შორის ოქროს მედლები ფიჯის ნაკრებმა მოიპოვა. ქალთა შორის საუკეთესო კი, ავსტრალიის ნაკრები გამოდგა.

ტოკიოში, ამჯერადაც 12-12 გუდნი იასპარეზებს. სამწუხაროდ, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ვაჟთა და ქალთა ნაკრებები ჯერ ოლმპიურ თამაშებზ ვერ სხვდება.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *