რაგბი ევროპამ რუსეთში გასამართი ყველა მატჩი და ტურნირი გადადო

რაგბი ევროპამ გამოაქვეყნა კომუნიკე, სადაც ეს ორგანზაცია გმობს რუსეთის არმიის შეჭრას სუვერენული ქეყნის, უკრაინის ტერიტორიაზე. რაგბი ევროპა წუხილს გამოთქვამს მიმიდნარე მოვლენების გამო, ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის რაგბის საზოგადოების უსაფრთხოებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, რაგბი ევროპა ხელს უწყობს მშვიდობას, პატივისცემისა და ადამიანის უფლებების ევროპული ღირებულებების შესაბამისად, ოლიმპიური ქარტიის სულისკვეთებით.

რაგბი ევროპამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ღონისძიებების, ტურნირების და მატჩების ორგანიზება რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ეხება ნებისმიერ ასაკობრივ ან სქესის კატეგორიას, ეროვნულ თუ საკლუბო გუნდებს.

შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს რაგბის ევროპის დირექტორთა საბჭო, მსოფლიო რაგბის შეთანხმებით.

Leave a comment

Your email address will not be published.