1 აგვისტოს საქართველოში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრები ჩამოდის, რომელთანაც უმცროსი ბორჯღალოსნები სამ მატჩს გამართავენ. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, სტუმრებს და საქართელოს ნაკრებს გარკვეული დროით თვითიზოლაციაში მოუწევთ ყოფნა და თამაშები 7, 11 და 14 აგვისტოს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, თელავსა და მარტყოფში გაიმართება. მატჩების დაწყების დრო მოგვიანებით დაზუსტდება. ქვეყანაში არსებული კოვიდვითარებიდან გამომდინარე, მატჩებზე მაყურებლები არ დაიშვებიან.
ლადო კილასონია, საქართველოს 18-წლამდელთა მწვრთნელი:
“ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო რაგბში პირველ ნაბიჯებს დგამენ, ეს უმნიშვნელოვანესი ტურნეა. სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოდის. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ერთი წლით უმცროს მორაგბეებზე გაგვეკეთებინა აქცენტი. ასევე 18-წლამდელთა ამ ფორმაციის გუნდში 2003 წელს დაბადებული მორაგბეები დიდი რაოდენობით არიან.
ჩვენს გუნდს ოქტომბერში მოუწევს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა კალინინგრადში და, სამომავლოდ, 20-წლამდელთა ნაკრებს ბევრად უფრო გამოცდილი მოთამაშეები შეავსებენ. ტურნეს სამხრეთ აფრიკაც სერიოზულად უდგება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მათ გუნდს მოყვება 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი ბაფანა ნჰლეკო”.
საქართველოს 18 წლამდელთა შემადგენლობა
პირველი ხაზი: გიორგი მამაიაშვილი (ლელო), ლაშა ფხაკაძე (აია), გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), ემზარ ხუჭუა (ხვამლი), თორნიკე ბოყოველი (ლელო); ბადრი ციხისთავი (ლელო), დავით მჭედლიძე (ლელო), გიგა თუთისანი (აია);
მეორე ხაზი: ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), ზურაბ ტალახაძე (ხარები), ნიკა ლომიძე (ხარები), ლუკა სულუაშვილი (ლელო);
მესამე ხაზი: გიგი ქურხული (ვეფხვები), რატი ზაზაძე (არმაზი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), დავით ბერიძე (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ჯაბა ოდიშარია (ლელო), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);
9: დავით ხუროშვილი (ლელო), მათე ჩქარეული (ყაზბეგი), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გელა ხელაძე (ლელო);
12-13: თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), ერეკლე იორდანიშვილი (აკადემია), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), ზურაბ ონიანი (არმაზი), ლევან ბაჩილავა (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ხარები), საბა ციხელაშვილი (ლელო);
11-14: შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა კობაური (აკადემია), საბა ცხვარიაშვილი (ვეფხვები), საბა არჩვაძე (ლელო);
15: ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), არჩილ კვარაცხელია (აშშ), ემზარ მინდიაშვილი (აია).
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია