რადუკანუმ მსოფლიო რეიტინგში 127 პოზიცია „მოიგო“

US OPEN-ის დასრულების შემდეგ ATP-მ და WTA-მ განაახლეს საკუთარი რეიტინგები. ამერიკის ღია პირველობის სენსაციურიმა ჩემპიონმა ემა რადუკანუმ მსოფლიო რეიტინგში 127 პოზიცია მოიგო და 150-ე საფეხურიდან 23-ზე ავიდა. 19 წლის ფინალისტმა ლეილა ფერნანდესმა ტოპ-30-ში შეაღწია და ამჟამად მსოფლიოს 28-ე ჩოგანია.

null

US OPEN-ის შარშანდელი ჩემპიონი ნაომი ოსაკა გახლდათ, რომელმაც ვერ დაიცვა ტიტული, საკმაოდ ბევრი ქულაც დაკარგა და რეიტინგში მე-5 პოზიციამდე დაეშვა. 2019 წლის ჩემპიონმა ბიანკა ანდრეესკუმ 2000 ქულის დაკარგვის შემდეგ ტოპ 10 დატოვა(2019 წლის ჩემპიონის დასაცავი ქულები გაყინული იყო პანდემიის გამო).

ამერიკის ღია პირველობის შარშანდელი ფინალისტი ვიქტორია აზარენკა ტოპ 30-დან გავარდა, ხოლო ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა ტოპ 40 დატოვა.

ეკატერინე გორგოძემ 5 პოზიცია მოიგო, დაიბრუნა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი და 480 ქულით მსოფლიო რეიტინგში 158-ეა.
სამწუხაროდ დიდი ვარდნა განიცადა მარიამ ბოლქვაძემ, რომელმაც 23 პოზიცია „წააგო“ და 374 ქულით 190-ე ჩოგანია.

1. ეშლი ბარტი – 10075
2. არინა საბალენკა – 7720
3. კაროლინა პლიშკოვა – 5315
4. ელინა სვიტოლინა – 4860
5. ნაომი ოსაკა – 4796
6. სოფია კენინი – 4692
7. ბარბორა კრეიჩიკოვა – 4668
8. იგა შვიონტეკი – 4571
9. გარბინია მუგურუზა – 4380
10. პეტრა კვიტოვა – 4060

20. ბიანკა ანდრეესკუ – 2777

23. ემა რადუკანუ – 2571

28. ლეილა ფერნანდესი – 2254

32. ვიქტორია აზარენკა – 1990

41. სერენა უილიამსი – 1591

158. ეკა გორგოძე – 480

190. მარიამ ბოლქვაძე – 374

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *