რადუკანუ – წლის ახალბედა, ბარტი – წლის მოთამაშე

WTA-მ 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები დააჯილდოვა.

წლის საუკეთესო ჩოგბურთელი – მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი და უიმბლდონის გამარჯვებული ეშლი ბარტი გახდა.

წლის საუკეთესო წყვილის წოდება – როლან გაროსის ჩეხმა ჩემპიონებმა ბარბორა კრეიჩიკოვამ და კატერინა სინიაკოვამ ირგუნეს.

null

ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე ბარბორა კრეიჩიკოვა გახდა, რომელიც 2021 წლის სეზონს ტოპ60-ის მიღმა იმყოფებოდა, თუმცა ბრწყინვალედ ათამაშდა, მოიგო სამი ტურნირი (ერთ ერთი როლან გაროსი იყო) და ტოპ 10-ის სტაბილური წევრი გახდა.

წლის ახალბედა – რათქმაუნდა ემა რადუკანუ გახდა, US OPEN-ის 18 წლის სენსაციური ჩემპიონი.

null

წლის დაბრუნება – კარლა სუარეს ნავარომ ლიმფომას დაავადება დაამარცხა, დაბრუნდა WTA TOUR-ზე და შემდეგ კარიერაც დაასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *