რაიოლას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტაარეს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელს ზედმეტმა წონამ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა და ოპერაციაც ამიტომ დასჭირდა. აღნიშნული წყარო იუწყება, რომ რაიოლა მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

რაიოლას მდგომარეობა ამჟამად შედარებით სტაბილურია. როგორც მისი გარემოცვის ერთერთმა წევრმა განაცხადა, მინოს ახლა დელიკატური საათები აქვს.

შეგახსენებთ, რომ რაიოლა არაერთი ვარსკვლავის აგენტია. მისი კლიენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ერლინგ ჰალანდი, პოლ პოგბა, რონელუ ლუკაკუ და კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელია.

Leave a comment

Your email address will not be published.