მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე, მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ ისაუბრა. საუბარი, ფრანგის იუვეში შესაძლო დაბრუნებაზე იყო
“ოცნებას ვერავის ავუკრძალავ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. შობისა და არდადეგების გათვალისწინებით, დეკემბერი ოცნებების თვეა, თუმცა ახლა საუბარი ადრეა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ პოგბაზე საუბრისას ინგლისში მიცვალებულებიც იღვიძებენ. მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელები პოგბას ან მე თუ არ განმიხილავენ, გამოდის არავისზე საუბრობენ,” – თქვა რაიოლამ