მინო რაიოლამ თავის სამუშაო მეთოდებზე ისაუბრა. ის ამბობს, მე არავის არაფერს ვაძალებ და თუ ვერ მიტანენ, ამას კომპლიმენტად მივიღებო…
„ჩემი ფეხბურთელებისთვის ომში წავალ. ისინი ჩემი შვილებივით არიან.
…სპორტული დირექტორები ვერ მიტანენ? რატომ? მათ მოლაპარაკების დროს იარაღით ხომ არ ვაშინებ?! უბრალოდ კარგად ვიცი, რა ფასი აქვთ ჩემს ფეხბურთელებს. და თუ მართლაც ვერ მიტანენ, ეს დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. ესე იგი, საქმეს თავს კარგად ვართმევ. პრობლემა მაშინ მექნებოდა, თუკი იტყოდნენ: „ეს რაიოლაა, მასთან საქმის მოგვარება იოლია“.
…მე მიყვარს კამათი. მიყვარს სტრატეგიის მოფიქრება. ვერასოდეს მნახავთ კოსტიუმსა და ჰალსტუხში. ეს ჩემში არაა. მსუქანი და დაბალი ვარ. ხალხი დიდხანს არ მაფასებდა და ამბობდა: „ვინ არის ეს? მას ნორმალურად ჩაცმაც კი არ შეუძლია“. თავისუფლად მეცვა და მაცვია. ეს ჩემი შანსი იყო. ახლა ყველანი მაფასებენ“ (Sport1.De)