მანჩესტერ იუნაიტედის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. გერმანელმა თქვა, რომ აქამდე არასდროს უნახავს 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში ყოფილიყოს.
“ფეხბურთის ხედვა ყოველთვის უნდა მოარგოთ თქვენს ხელთ არსებულ მოთამაშეებს. მე ვნახე რონალდუს თამაში არსენალის წინააღმდეგ. არასდროს მინახავს 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში ყოფილიყოს.
მე არამხოლოდ რონალდუს, არამედ მთელ გუნდს ვაკვირდები. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე მრავალფეროვან ჩემპიონატში ვთამაშობთ. ფაქტია, რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს. თუ ჩემი ნანახით ვიმსჯელებ, კრიშტიანუ მზად არის თანაგუნდელების დახმარებით მაქსიმუმი გასცეს.”-განაცხადა რანგნიკმა.
რალფ რანგნიკი მანჩესტერის მთავარ მწვრთნელად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა და კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა, რის შემდეგაც იგი იუნაიტედის კონსულტანტის თანამდებობას დაიკავებს.
მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ცოტა რთულად არის საქმე. ბრიტანული გრანდი შიდა ასპარეზზე 21 ქულით მე-7 ადგილზეა.