რალფ რანგნიკი: ატლეტიკოსთან ფსიქოლოგიური სიმტკიცე უნდა გამოვავლინოთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი ატლეტიკოს შეხვდება. მოახლოებულ მატჩზე ბრიტანელთა თავკაცმა რალფ რანგნიკმა ისაუბრა.

“სასიხარულოა, რომ ბოლო დღეებში ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ. ატლეტიკოსთან მატჩისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ, როხიბლანკოს სტადიონზე მტრული ატმოსფეროა. არ მგონია 2 მატჩიან დუელში გამარჯვებულის ბედი პირველ შეხვედრაში გადაწყდეს. 

დიეგო სიმეონე ტიტულებს განსხვავებული სათამაშო სტილით იგებს. ატლეტიკო ემოციური გუნდია, რომელიც მწვრთნელის ხასიათის ანარეკლია. ჩვენი თამაში მოწინააღმდეგის ემოციებს და ენერგიას უნდა შევუსაბამოთ. ატლეტიკოს წინააღმდეგ ორივე მატჩში ფსიქოლოგიური სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ.” – განაცხადა რანგნიკმა.

ატლეტიკოს და მანჩესტერის პირველი დაპირისპირება დღეს 00:00-ზე ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 15 მარტს მანჩესტერში.

Leave a comment

Your email address will not be published.