ედინსონ კავანის მანჩესტერთან კონტრაქტი წელს ზაფხულში ეწურება. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელს შეუძლია სხვა კლუბთან მოლაპარაკებები უკვე აწარმოოს. ისიც სათქმელია, რომ ელ მატადორზე დიდი მოთხოვნაა და იუნაიტედს მისი ზაფხულამდე შენარჩუნება გაუჭირდება.
ამ თემაზე მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ისაუბრა და განაცხადა, რომ კავანი იუნაიტედში რჩება. გერმანელის თქმით, ეს თავად ფეხბურთელმა უთხრა.
“კავანის მომავალი ზუსტად ვიცი, მას ნახევარი საათი ვესაუბრე და დამარწმუნა, რომ იანვარში არსად წავა. ედინსონს ბოლომდე ვენდობი, მიხარია, რომ გუნდში მისი დონის ფეხბურთელი გვყავს. კავანი ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა.”-განაცხადა რანგნიკმა.
კავანი მანჩესტერს 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ურუგვაელმა ამ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.