რამაზ ზოიძე ნახევარფინალშია

რამაზ ზოიძემ (67 კგ) ოლიმპიადის სასტარტო შეხვედრაში კუბელთა ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ისმაელ ბორერო მოლინა 3:2 დაამარცხა, მეორე ორთაბრძოლაში კი, აკერ ალ ობაიდის მოუგო და უკვე ოლიმპიადის ნახევარფინალშია.

სამწუხაროდ, ჩვენი სხვა მონაწილენი დამარცხდნენ: ლაშა გობაძემ (87 კგ) პირველივე პაექრობა დათმო უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან – 5:6, ხოლო გიორგი მელია (97 კგ) დამამშვიდებელეში 1:5 დამარცხდა უნგრელ ალექს გერგო ჟოკესთან. მელიასთან ერთად, გობაძეც დაემშვიდობა ოლიმპიადას, რადგან მისი მძლეველი უზბეკი ასაკალოვიც ფინალს მიღმა დარჩა.

ზოიძე ნახევარფინალში დღესვე, შუადღისას ირანელ მოჰამად რეზა გერაის შეხვდება, რომელიც აზიის ჩემპიონი და 23-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *