ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ კლუბის სახელფასო დანაზოგზე კომენტარი გააკეთა:
“გასულ თვეებში, გუშინდელი დღის ჩათვლით, 159 მილიონი ევრო დავზოგეთ,” – თქვა მან.
ბარსელონას ახალი მენჯმენტი, ჟოან ლაპორტას ხელმძღვანელობით, კლუბში 2021 წლის 7 მარტს მივიდა. მანამდე კატალონიელებს სათავეში ხოსეპ ბართომეუ ედგა.