რამდენი მიიღეს ფრანგმა ფეხბურთელებმა ფიფასგან?

გასაჯაროვდა ინფორმაცია თუ რამდენი ევრო მიიღო საფრანგეთის ნაკრების ყოველმა მოთამაშემ ყატარის მუნდიალზე მონაწილეობისთვის.

საფარანგთის ფეხბურთის ფედერაციას ფიფასგან 29 მილიონი ევრო ერგო. გამარჯვებულ არგენტინას – 41 მილიონი.

ამ თანხის 30% ფედერაციამ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს  გადაუნაწილა. ასე რომ, თითოეულ მოთამაშეს დაახლოებით 288 ათასი ევრო ერგო. დანარჩენი 70% კი დაიტოვა. ეს თანხა ორგანიზაციის ფინანსირებისთვის და სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებისთვის დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები შეხვდნენ. დამატებითი დროის ჩათვლით შეხვედრა 3:3 დასრულდა. პენალტების სერიაში კი არგენტინელებმა 4:2 იმარჯვეს.

Emiliano Martinez | Number 1 Fm / Tv

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *