რამდენი სარეიტინგო ქულა და რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა

საჩოგბურთო ტურნეს 2021 წლის ბოლოს წინა მასტერი(1000 ქულიანი) ტურნირი ინდიან უელსში გაიმართა.

ტურნირზე მონაწილეობას იღებდა საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ქართველი ტურნირზე 29-ე ნომრად იყო განთესილი, რის შედეგადაც მან ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ. 1/8 ფინალში ბასილაშვილმა რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი 2 სეტში დაამარცხა.

მთვარი ბრძოლა 1/4 ფინალში გადაიტანა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი იყო, რომელიც 3 სეტში – 6:4 2:6 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

1/2 ფინალში ქართველის მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიცი იყო, რომელიც 2 სეტში – 7:6(5) 6:3 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მასტერსის ფინალში გავიდა.

ფინალში მისი მეტოქე კამერონ ნორი იყო. რომელთანაც სამწუხაროდ 3 სეტში დამარცხა – 3:6 6:4 6:1

ქართველმა ჩოგბურთელმა მიმდინარე ტურნირზე 600 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ფულად პრიზად 640.000 ამერიკული დოლარი მიიღო. ქართველმა ჩოგბურთელმა მოპოვებული ქულებით 27-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *