კონორ მაკგრეგორმა დასტინ პორიესთან გამართულ ბრძოლაში საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო – მან ფეხი კოჭის არეში მოიტეხა. ბუნებრივია, ბრძოლის გაგრძლება ვეღარ შეძლო და გამარჯვებაც პორიეს დარჩა.
ირლანდიელს ოპერაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა, კონორმა ამასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა:
“როგორ ხართ? ახლახანს მორჩა ოპერაცია, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. 6 კვირა გადაადგილება კასტილებით მომიწევს და შემდეგ დავიწყებ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. მინდა გვერდში დგომისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, დარბაზიც სავსე იყო და შესანიშნავი ატმოსფერო შეიქმნა. მეორე რაუნდამდე ვერ მივედით, თორემ ნახავდით რაც მოხდებოდა. დასტინ, შენ შეგიძლია აღნიშნო ეს დაუმსახურებელი გამარჯვება, თუმცა იცი რომ მეორე რაუნდი ყველაფერს შეცვლიდა. მე დავბრუნდები იმაზე ძლიერი, ვიდრე არასდროს!”