სამხრეთ აფრიკის ნაკრების გარემარბის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის ჩესლინ კოლბის ტულუზიდან ტულონში გადასვლის ინფორმაცია მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა. კოლბის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო და ტიტულოვან გუნდთან, ტულუზთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ ტულონის ხელმძღვანელობა იმდენად მომართული იყო მის ხელში ჩასაგდებად, რომ ტულუზი ჩესლითან კონტრაქტის გაუქმებაზე დაითანხა.
კოლბი ტულუზში 2017 წელს ჩაირიცხა და ყველა მის წარმატებაში ლომის წილი გაიღო. ახალ კლუბთან 27 წლის მორაგბემ ორწლიანი კონტრაქტი გააფრომა და წელიწადში მილიონ ევროს მიიღებს ჯამაგირის სახით. შესაბამისად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე იქნება.
“ეს ჩემს კარიერაში ახალი ისტორიის დასაწყისია. მოუთმენლად ველი როდის შევუერთდები ახალ კლუბს და დავეხმარები ახალი ტიტულების მოპოვებაში, მისი ისედაც მდიდარი ისტორიის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში” – თქვა ჩესლინ კოლბიმ.
შეგახსენებთ, რომ ტულონში ამჟამად საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ბექა გიგაშვილი თამაშობს. ის www.ultimaterugby.com-ის მიერ გამოქვეყნებულ ტულონის, სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
ტულონი (15-9) კორდინი, კოლბი, პაიააუა, ჰერიტეაუ, ვილიერი, კარბონელი, სერინი. (1-3) გროსი, ეტრიარდი, გიგაშვილი, ეცებეთი, ნაკარავა, ისა, ოლივონი, პარისე