თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ რონალდუ კარიერას სიტიში გააგრძელებდა. დასახელდა თანხა, რასაც კრიშტიანუ კვირაში გამოიმუშავებდა – კვირაში 250 000 გირვანქა, რაც წელიწადში 12 მილიონია.
გაირკვა იუნაიტედთან დეტალებიც – ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პორტუგალიელის წლიური ანაზღაურება 25 მილიონი გირვანქაა. რა თქმა უნდა ერთგულება აუცილებლად სათქმელია, მაგრამ, სავარაუდოდ, ანაზღაურებამაც თავისი როლი ითამაშა…
ორივე გუნდი ორ წლიან კონტრაქტს სთავაზობდა…