რამდენჯერ შეეხო ბურთს ჰოლანდი?.. (+გრაფიკა)

როგორ ფიქრობთ, რამდენჯერ შეეხო ერლინგ ჰოლანდი ბურთს მანჩესტერ სიტი-ბორნმუთის შეხვედრაში? მხოლოდ 8-ჯერ… ნორვეგიელმა 74 წუთი ითამაშა. შეხვედრა 4:0 დასრულდა.

ამ 8 შეხებიდან, ჰოლანდმა ერთი საგოლე პასი გააკეთა და ერთიც ცენტრიდან გაათამაშა ბურთი მეორე ტაიმის დაწყებისას. ამ ორის გარდა, ექვსჯერ შეეხო და ექვსივეჯერ ბურთი დაკარგა.

სიტის მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მატჩის შემდეგ ჰოლანდის ამ სტატისტიკაზეც ჰკითხეს და ეს უპასუხა:

„თავდამსხმელისთვის ყველაზე რთულია, როცა გარშემო სამი საყრდენი და სამი ცენტრალური მცველია. ეს ყველაზე რთული სამუშაოა მსოფლიოში. ასეთი წნეხი ჰოლანდს ხშირად ექნება სეზონში, მაგრამ როცა მის ხარისხზე დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს სტატისტიკა დროებითია“.

Leave a comment

Your email address will not be published.