სერხიო რამოსმა მადრიდის რეალი დატოვა და უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. ნიკოლა სკირას ცნობით, ნიკოლა სკირას ცნობით, მისი დამატების ერთ-ერთი კანდიდატი პსჟ გახლავთ. მეტიც, ფრანგებმა ესპანელ მცველთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ამ თემაზე დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
რამოსმა რეალი 1 კვირის წინ დატოვა. 35 წლის მცველს სამეფო გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და მხარეები ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.
რამოსი რეალში 2005 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა. ესპანელმა ბლანკოსთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 4 თასი.