სერხიო რამოსი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. RMC-ის ცნობით, მხარეები 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ფეხბურთელი ახალ გუნდთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ რამოსმა 2 კვირის წინ მადრიდის რეალი დატოვა. სამეფო გუნდში იგი 2005 წლიდან თამაშობდა და გუნდის ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.
რაც შეეხება პსჟ-ს, პოჩეტინოს შეგირდები ლიგა 1-ში მეორე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგას 1/2 ფინდალიდან გამოეთიშნენ.