რამოსის სიტუაცია გაუარესდა

სერხიო რამოსი კვლავ ტრავმირებულია და მისი პსჟ-ში დებიუტის ზუსტი დრო კვლავაც უცნობია. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ესპანელი მალე სრულფასოვნად ივარჯიშებდა, თუმცა ბოლო ცნობებით სიტუაცია გართულდა და 35 წლის მცველმა შესაძლოა კიდევ 2 თვე გამოტოვოს.

ცენტრალურ მცველს მარცხენა ფეხზე კუნთის ტრავმა აქვს. დაზიანების გამო მან საფრანგეთის სუპერთასი გამოტოვა, სადაც პსჟ ლილთან 0:1 დამარცხდა. სერხიომ ვერც ლიგა 1-ის პირველ ტურში ითამაშა, სადაც პოჩეტინოს შეგირდებმა ტრუას 2:1 მოუგეს.

საგულისხმოა, რომ რამოსმა წინა სეზონში რეალის შემადგენლობაში ტრავმის გამო 32 მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ გამოცდილი მცველი პსჟ-ს 1 თვის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. რამოსმა ფრანგებთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *