Marca-ს ინფორმაციაა: ამ ზაფხულს სერხიო რამოსმა კარლო ანჩელოტის უთხრა, რომ რეალში დარჩენა სურდა და სთხოვა, რომ ამ საქმეში დახმარებოდა. ანუ, რამოსმა იტალიელ მწვრთნელს ივნისის დასაწყიში დაურეკა და პოსტზე დაბრუნება მიულოცა, ამავდროულად კი სთხოვა, რომ ფლორენტინო პერესისთვის ეთხოვა – რამოსი გუნდში დავტოვოთო.
ანჩელოტიმ კი კაპიტანს უპასუხა, რომ ვერ დაეხმარებოდა და ასეთი საკითხი ფლორენტინო პერესთან პირადად უნდა მოეგვარებინა.
მალევე რამოსი რეალიდან პსჟ-ში გადავიდა. შეგახსენებთ, ესპანელს ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ითამაშებს.