რამოსი თავისი გაძევების შესახებ

„დღეს ახალი დღეა სასწავლებლად. ხვალ კიდევ ახალი იქნება, რათა უკეთესი გახდე. მხოლოდ წინ“! – დაწერა სერხიო რამოსმა სოციალურ ქსელში.

საქმე ის არის, რომ წუხელ ლეგენდარული ესპანელი სულ რაღაც მესამე მატჩს ატარებდა ახალ კლუბში, პარი სენ-ჟერმენში და „მოახერხა“ და მსაჯს თავი გააძევებინა. არადა, მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ბოლოსკენ ხუთი წუთის ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

აბა, რამოსის გაძევება ვის გაუკვირდება, მაგრამ მაინც. მხოლოდ სამი მატჩი…

ეს ამბავი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში მოხდა. სადაც ლიდერმა პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ვერ აჯობა აუტსაიდერ ლორიანს (1:1).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *