სერხიო რამოსი კვლავ ტრავმირებულია. 35 წლის მცველი პსჟ-ს ვერც მონაკოსთან მატჩში დაეხმარება. ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. რამოსი სრული დატვირთვით სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ივარჯიშებს.
ესპანელი ფეხბურთელი პსჟ-ს აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აგერ უკვე მე-5 თვეა რაც სერხიო პსჟ-ს ფეხბურთელია, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, მიზეზი მუდმივი ტრავმიანობაა.
პსჟ ლიგა 1-ში 42 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან რენს 11 ქულით უსწრებს. როგორც უკვე გითხარით, ფრანგული გუნდი შემდეგ მატჩს მონაკოსთან გამართავს.