სერხიო რამოსმა პსჟ-ში ვარჯიში ორშაბათს დაიწყო და იმედოვნებს, რომ კილიან მბაპესთან ერთად ამის გაკეთება კიდევ მოუწევს.
ფრანგი ფორვარდის დამატება, რამოსის ყოფილ გუნდს, რეალს სურს. სერხიო მას ერთ დღესაც “ბლანკოსში” გადასვლას ურჩევს, თუმცა ახლა იმედი აქვს, რომ ის დარჩება
“რეალი ერთერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში და ერთ დღეს იქ უნდა წახვიდე, მაგრამ ახლა მსურს მბაპე პსჟ-ში დარჩეს, რადგან საუკეთესოებთან თამაში მსიამოვნებს.
იმდენად ამპარტავანი არ ვარ, რომ ვინმეს ვუთხრა რა უნდა გააკეთოს, თუმცა, პერსონალურად, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გარკვეული რჩევა შემიძლია მივცე.
წარმოდგენა არ მაქვს, მბაპეს თავში ახლა რა ხდება,” – თქვა რამოსმა