რამოსი პსჟ-ს ფეხბურთელია

უკვე ოფიციალურად, სერხიო რამოსი პსჟ-ს ფეხბურთელია. ესპანელმა მცველმა ფრანგებთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დანარჩენი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რამოსმა რეალი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

რაც შეეხება პსჟ-ს სატრანსფერო ამბებს, გუნდმა აჩრაფ ჰაკიმი და ჯიჯი დონარუმა დაიმატა, გარდა ამისა ფრანგებს კრიშტიანუ რონალდუს შეძენაც სურთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *