რამოსი რეალიდან მიდის

მადრიდის რეალის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ სერხიო რამოსი გუნდს ტოვებს. ესპანელ მცველს ბლანკოსთან კონტრაქტი ამ თვის ბოლოს ეწურება და მხარეები თანამშრომლობას არ გააგრძელებენ.

რეალი რამოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას და ხელფასის შემცირებას სთავაზობდა, კაპიტანი კი 2 წლიან კონტრაქტს და იგივე ანაზღაურებას ითხოვდა. სავარაუდოდ სწორედ ამ მიზეზების გამო დატოვებს იგი გუნდს.

რამოსი რეალში 2005 წლის ზაფხულში სევილიადან 19 წლის ასაკში გადავიდა. სამეფო გუნდთან ერთად მან ლა ლიგა (5), ჩემპიონთა ლიგა (4), უეფას სუპერთასი (3) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (4) მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *