ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც პსჟ-მ ბაიერნს უმასპინძლა, მცირე ინციდენტი მოხდა. მაშინ როცა პარიზელები თავიანთი ფანების ტრიბუნასთან მივიდნენ და გულშემატკივრებს მადლობას უხდიდნენ, ერთ-ერთი ფოტოგრაფი სერხიო რამოსს დაეჯახა, ფეხბურთელმა კი მას უხეშად ხელი ჰკრა.
როგორც RMC Sport-ი იუწყება, რამოსმა ფოტოგრაფს ბოდიში უკვე მოუხადა და შემთხვევაც ამით დასრულდა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მიუნხენელებმა კრისტოფ გალტიეს გუნდი 1:0 დაამარცხეს. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 9 მარტს მიუნხენში გაიმართება.