რამოსი შესაძლოა დააბრუნონ

სერხიო რამოსი შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება, რამოსის დაბრუნება ესპანეთის ნაკრების ახალ მწვრთნელს ლუის დე ლა ფუენტეს სურს.

სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებში 2005-21 წლებში თამაშობდა. ფურია როხას მაისურით მან 180 მატჩი ჩაატარა, გახდა 2 გზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ესპანეთის და საქართველოს ნაკრებები ერთ ჯგუფში არიან. ჩვენი გუნდის მეტოქეები ესპანეთის გარდა ნორვეგიის, შოტლანდიის და კვიპროსის ეროვნული გუნდებიც იქნებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *