რამოსმა კვლავ ტრავმა მიიღო

პსჟ-ს ახალწვეულმა სერხიო რამოსმა კვლავ ტრავმა მიიღო. ფრანგული პრესის ცნობით, ესპანელ მცველს კუნთის დაზიანება აქვს. რამოსი სავარაუდოდ შემდეგ კვირაში დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მცველი პსჟ-ს წელს ზაფხულში შეუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს რეალთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ფრანგებმა იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.

პსჟ ლიგა 1-ში 4 თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა. უახლოეს შეხვედრას გუნდი კლერმონთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *