რამოსმა შესაძლოა რეალთან ვერ ითამაშოს

სერხიო რამოსი კვლავ ტრავმირებულია. La Parisen-ის ცნობით, მან ნიცასთან მცირე დაზიანება მიიღო და შესაძლოა რეალთან ჩემპიონთა ლიგის ორივე 1/8 ფინალური მატჩი გამოტოვოს.

რაც შეეხება პსჟ-ს და რეალის დაპირისპირებას, ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 15 თებერვალს პარიზში გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი 10 მარტს მადრიდში. რამოსის საკითხი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გადაწყდება.

რამოსი პსჟ-ს შარშან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ტრავმიანობის გამო მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოასწრო.

რამოსის გარდა ასევე ტრავმირებულია ნეიმარი, რომლის დაბრუნდების ზუსტი დრო უცნობია. ბრაზილიელმა შემტევმა ბოლოს 28 ნოემბერს ითამაშა.

Leave a comment

Your email address will not be published.