რამუში კრიშტიანუს აგენტთან

ბენფიკას თავდამსხმელმა გონსალუ რამუშმა ჟორჟე მენდეშის სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი. მენდეშის ყველაზე ცნობილი კლიენტი კი კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ.

ახლახან გაცხადდა, რომ მენდეშის სააგენტო აღარ ფლობს კრიშტიანუს საიმიჯო უფლებებს. ამიტომ მათ ხელშეკრულება 21 წლის რამუშთან გააფორმეს.

Jorge Mendes: Super agent to Cristiano Ronaldo, Jose Mourinho moves into  cycling - Eurosport

შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, შვეიცარიელების წინააღმდეგ (6:1), პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგელობაში რონალდუს მაგიერ რამუში გამოჩნდა. ჰეთ-თრიქი შეასრულა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ფეხბურთელმა გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *