რანგინკმა მანჩესტერი ჩაიბარა

რალფ რანგინკი მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელია. ბრიტანულმა გრანდმა გერმანელ მწვრთნელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა. აღსანიშნავია, რომ მაიკლ კერიკი და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები გუნდში დარჩებიან და გერმანელს დაეხმარებიან.

რალფ რანგინგკს შტუტგარდში, ჰანოვერში, შალკეში და კიდევ რამდენიმე გერმანულ გუნდში უმუშავია. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერის ახალი მწვრთნელი შალკეს მაშინ ხელმძღვანელობდა, როცა ამ გუნდის ღირსებას ლევან კობიაშვილი იცავდა. რანგინკი ბოლოს მოსკოვის ლოკომოტივში სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

რაც შეეხება მანჩესტერს, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილი გაინაღდა, პრემიერლიგაში კი საქმე არცისე კარგად აქვს. ოლდ ტრაფორდის ბინადრები 18 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *