მანჩესტერის მფლობელის თქმით, ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების შემდეგ, მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგლიკის გარდა სხვა კანდიდატურა არც განიხილებოდა. მისივე თქმით, ხუთშაბათს არსენალთან სათამაშოდ გუნდს სწორედ ის გაიყვანს.
რანგნიკის გუნდში მისვლას კი ახალი წესებიც მიჰყვა. კერძოდ, ვარჯიშებზე საკუთარი ავტომანქანებით მისვლის აკრძალვა. რანგნიკის აზრით, ფეხბურთელები ბაზაზე ან სტადიონზე თავიანთი მანქანებით არ უნდა დადიოდნენ და ეს მხოლოდ სპონსორი კომპანიის ავტოსაშუალებით უნდა ხდებოდეს.
კრიშტიანუ რონალდუს ავტოფარეხი კი გამორჩეულია და გამორჩეულია მისი გემოვნებაც. მას რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა ჰყავს, მაგალითად: ბევრათასიანი ბუგატი; ფერარი; სპეციალური შეკვეთით დამზადებული მაკლარენ სენა; მერსედეს G-კლასი; სულ ახლახანს შეძენილი ბენტლი, რაშიც 250 ათასი გირვანქა გადაიხადა და სხვა…
მოკლედ, რა გაეწყობა, ახალ წესრიგს თვით რონალდუც უნდა დაემორჩილოს, ფარეხი ჩარაზოს და შევროლეთი იაროს, რომელიც ბევრთაგად მანჩესტერის ერთ-ერთი სპონსორია .