რანგნიკი: “ასე ვიპოვეთ მარადიშვილი”

რალფ რანგნიკი გერმანულ ფეხბურთში დიდი სახელია. ჯერ ჰოფენჰაიმის, შემდეგ კი ლაიფციგის აღმასვლა სწორედ მის სახელს უკავშირდება. ის ახლა მოსკოვის ლოკომოტივის სპორტისა და განვითარების ხელმძღვანელია. გერმანელი იმ ფაქტმა გააოცა, რომ ლოკომოტივს სკაუტების სისტემა არ ჰქონდა…

“თვალში რა მომხვდა? გუნდს სკაუტის დეპარტამენტი არ ჰქონდა. თავიდან არც კი მჯეროდა. მერკელთან და ცორნთან ერთად, ეს დეპარტამენტი შევქმენი, რომელმაც 6 ფეხბურთელი გვაპოვნინა – მარადიშვილი, ტიკნიზიანი და კიდევ 4 სხვა,” – თქვა რანგკინკმა

მოგეხსენებათ, კონსტანტინ მარადიშვილი ქართული წარმოშობის რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელია. მას ნაკრები ჯერ არ აურჩევია, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში რუსეთის სახელით გამოდიოდა…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *