მანჩესტერ იუნაიტედის თავს ბოლო დროს არცთუ ისე კარგი ამბებია. გუნდი ხშირად ვერ იგებს, რაც სატურნირო ცხრილზე მოქმედებს და იუნაიტედს რთულ სიტუაციაში აგდებს.
90min.com-ის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ხელმძღვანელებს შეხვდა და გუნდის წმენდა სთხოვა. გერმანელის თქმით ლუკ შოუ, ჰარი მაგუაიერი და აარონ ვან-ბისაკა გუნდის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.
მანჩესტერი 32 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება. იუნაიტედი დღეს ბრენფორდს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერის მეტოქე მადრიდის ატლეტიკო იქნება.