69 წლის კლაუდიო რანიერი ორშაბათ დილით უოტფორდის საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა. უახლოეს ხანში ის „ყვითელი არმიის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.
მოგეხსენებათ, კვირას კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი და დამრიგებელი, ესპანელი ჩისკო მუნიოსი დაითხოვა.
ჩისკო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი სპეციალისტი გახდა, რომელმაც სამუშაო დაკარგა. ისიც სათქმელია, რომ უოტფორდმა ბოლო 10 წელიწადში 17 სპეციალისტი გამოიცვალა.
რანიერი კარიერაში მეოთხე ინგლისურ კლუბს ჩაიბარებს. მანამდე ის ჩელსის, ფულემსა და ლესტერს წვრთნიდა.