რასელ ვესტბრუკის სამმაგი დუბლით “ლეიკერსმა” ‘მაიამი” დაამარცხა

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა Staple Center-ში გამართული საკალათბურთო მატჩი, რომელშიც “ლეიკერსმა” “მაიამის” უმასპინძლა და ოვერტაიმში შეძლო მეტოქის დამარცხება 120:117.

კარიერის მატჩი ქონდა “ლეიკერსის” უკანახაზელ მალიკ მონკს, რომელმაც შეხვედრა 27 ქულით დაასრულა (აქედან 5 ქულა აიღო ოვერტაიმში), ზედიზედ მეორე, ხოლო ლეიკერსის მაისურით ჯამში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ ვესტბრუკმა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 14 პასი და 12 მოხსნა იყო. კალიფორნიულმა კლუბმა 18 სამქულიანი ჩაუგდო “ჰიტს” და ლებრონ ჯეიმსის გარეშე გამართული 4 მატჩში მოგება/წაგების ბალანსი გაათანაბრა 2:2.

null

პირველი ტაიმის ბოლოს მუხლის არეში ტკივილი იგრძნო ჯიმი ბატლერმა, დატოვა პარკეტი და მატჩში აღარც დაბრუნებულა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს გამოტოვებს ‘მაიამის’ ლიდერი.

სოლიდური ორმაგი დუბლი ქონდა “ლეიკერსის” ლიდერ ენტონი დევისს, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 13 მოხსნაც აიღო. 3 წამიანი ზონისთვის დიდი ბრძოლა იყო მას და ბამ ადებაიოს შორის, თავისმხრივ “მაიამის” “ბიგმენმა” 28 ქულა, 10 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა, თუმცა ოვერტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეექვსე პერსონალური მიიღო და ნაადრევად დაასრულა მატჩი.

null

18 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა ქონდა კაილ ლაურის, რომელმაც ჯიმი ბატლერის პარკეტიდან გასვლის შემდეგ ულიდერა უკანა ხაზს.
მიუხედავად 27 ქულის დაგროვებისა, მატჩის ანტიგმირად მაინც ტაილერ ჰირო იქცა, რომელმაც ჯერ მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წამებზე გააფუჭა სამქულიანი, ხოლო ოვერტაიმის ფინიშამდე, ბოლო 7 წამში 2 სროლა ააცილა პერიმეტრიდან და საკუთარ გუნდს უკანასკნელ 4 მატჩში მესამე მარცხი “გაუფორმა”.

NBA-ს 2021/22 წლების სეზონში “ლეიეკრსმა” მესამე ოვერტაიმი ითამაშა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. რასელ ვესტბრუკმა კი კარიერული, 187-ე სამმაგი დუბლი შეასრულა.

11 გამართული მატჩის შემდეგ “მაიამი” 7 მოგებით და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, “ლეიეკრსის” ანგარიშზე 7 მოგება და 5 მარცხია,კალიფორნიული გუნდი დასავლეთში მე-7 საფეხურზე იმყოფება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *