რასელ ვესტბრუკი “კლიპერსში” გადავიდა

ვარსკვლავური გამთამაშებელი – რასელ ვესტბრუკი (34 წლის, 191 სმ) შეუთანხმდა კონტრაქტის დეტალებზე “კლიპერსს” და საკალათბურთო კარიერას კალიფორნიულ გუნდში გააგრძელებს – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჟნაროვსკი.

NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩის 9 გზის მონაწილე როგორც კი დაასრულებს “იუტასთან” კონტრაქტის გამოსყიდვის პროცედურას, მაშინვე შეუერთდება ახალ კლუბს.

null

შეგახსენებთ, რომ რასელი მიმდინარე სეზონს “ლეიკერსის” მაისურით იწყებდა, თუმცა სამმაგი გაცვლის შედეგად “ჯაზის” შემადგენლობაში “მოხვდა.

ვესტბრუკთან მიმართებაში ინტერესს ასევე იჩენდა “ჩიკაგო”, “მაიამი” და “ვაშინგტონი”.

ედრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა “კლიპერსს” უპირატესობა იმიტომ მიანიჭა, რომ თვლის – კალიფორნიულ გუნდში ჩემპიონობის კარგი შანსი ექნება.

პოლ ჯორჯმა დაასწრო მოვლენების განვითარებას და სოციალურ ქსელში უკვე ატვირთა სურათი, სადაც “კლიპერსის” მაისურით არიან თვითონ, კავაი ლეონარდი და რასელ ვესტბრუკი.

null

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რასელმა “ლეიკერსის” მაისურით 52 მატჩი ჩაატარა, მისი სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 15,9 ქულა, 6,2 მოხსნა და 7,5 შედეგიანი გადაცემა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *