რასიზმი მკაცრად ისჯება

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონის პროვანსში მოასპარეზე ლუდოვიკ რადოსავლევიჩი რასისტული გამონათქვამის გამო 26-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

რადოსავლევიჩმა ნევერთან მატჩში მეტოქის მორაგბეს კრისტიან ამბადიანგის ბანანიჭამი უწოდა, რასაც სარაგბო საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. დღს დილით საფრანგეთის რაგბის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა საქმე განიხილა, სადაც რადოსავლევიჩმა დანაშაული აღიარა. აღსანიშნავია, რომ სასჯელი რომელიც მას გამოუტანეს საშუალო სიმძიმისად მიიჩნევა, რადგამ სადისციპლინო კოდექსი რასისტული გამოხდომებისთვის ექვსიდან 51 კვირამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. ასე, რომ პროვანსელი კიდევ კარგად გამოძვრა შექმნილი სიტუაციიდან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *