პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა ნაპოლის ორ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე დაწერა.
სტატიაში წერია, რომ ნეაპოლელთა შემტევები გუნდში დარჩენას აპირებენ და მიუხედავად იმისა, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა, ზაფხულში ნაპოლის არ დატოვებენ. გარდა ამისა ისიც ითქვა, რომ ფეხბურთელები ნაპოლიში ბედნიერები არიან.
კვარაცხელიას სახელი ბოლო დროს მადრიდის რეალს და მანჩესტერ სიტის დაუკავშირეს, ოსიმენის გადაბირება კი პსჟ-ს და მანჩესტერ იუნაიტედს სურთ.